კობახიძე და დარჩიაშვილი ირანში, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე გაემგზავრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერი და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან.
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი 19 მაისს, ვერტმფრენის ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.
იბრაჰიმ რაიზი ირანის პრეზიდენტი 2021 წელს გახდა, რასაც ირანში მოჰყვა რეპრესიების გაძლიერება მოქალაქეთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდების პროტესტის სასტიკი ჩახშობა, რასაც არაერთი ახალგაზრდის მკვლელობა და სიკვდილით დასჯა ახლდა.
ირანი უკვე მრავალი წელია, საერთაშორისო სანქციების ქვეშაა და მისი ავიაცია უკიდურესად მოძველებულია, რადგან ავიახომალდებისა და მისი ნაწილების მწარმოებლებს აკრძალული აქვთ ამ ქვეყნისთვის რაიმე სახის პროდუქციის მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ