როცა ჩავარდა ძალადობა, მხოლოდ მაშინ გაემიჯნონ და ასეთ დროს ხომ ყველა გაემიჯნება, მით უმეტეს, ნაცი რომ ხარ. ნაცს ხომ ღირსება არ აქვს – თანაგუნდელის გაწირვაც არის ჩვეულებრივად ნაცის სახე. ხალხმა თავი მაინც გასწირა. არავითარ თანაგრძნობას არ იმსახურებენ არც ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები. მაგრამ იმათ რაღაც ნაბიჯი მაინც გადადგეს. ესენი კი ვირთხებივით გაიპარნენ გემბანიდან, როდესაც ნახეს, რომ გემი იძირებოდა. ეს არის მათი სახე…
ჩვენ გვახასიათებს მეთოდურობა, სისტემურობა. ამ თვისებებით მოვიგეთ 10 არჩევნები და ასე მოვახერხეთ გასული 4 წლის განმავლობაში, 5 რევოლუციის მცდელობის აღკვეთა. დაელოდონ ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს. არავის, მით უმეტეს, 100-150 უცხოელ აგენტს არ მივცემთ 4 მილიონ ადამიანზე ძალადობის უფლებას. და ვიმეორებ – ნული თანაგრნობა ამ ადამიანების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის, კონსტიტუციის შესაბამისად. დაცული იქნება ძირითადი უფლებების სტანდარტები, მაგრამ კიდევ ერთხელ – ნული თანაგრძნობა მათ მიმართ.
არ გამოვრიცხავ, რომ ამ 150 კაცს შორის რამდენიმე გულწრფელი სულელი იყო. მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა იქნება ნული, იმიტომ, რომ სისულელეც არის დასჯადი, როცა შენ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. როცა ხვდები, რომ ინტელექტი არ გაქვს მაგდენი, რომ ელემენტარული გაიაზრო, რომ უცხოური დავალებებით მოქმედ სცენარში ხარ ჩაწერილი – ესეც ერთგვარი დანაშაულია.