პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება ქვეყნის “დასამშვიდებლად” არის საჭირო. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გუშინდელი აქციის დარბევაზე ისაუბრა.
კობახიძემ აქციის მონაწილეები ძალადობაში დაადანაშაულა და შსს-ს არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის მადლობა გადაუხადა.
“სწორედ იმის გამო ეწინააღმდეგებიან კონკრეტული ძალები გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას. რომ მუდმივად ამყოფონ ქვეყანა რადიკალიზმისა და პოლარიზაციის რეჟიმში. […] სამი წლის განმავლობაში ქვეყანა იყო მუდმივი რევოლუციური სცენარების განხორციელების პირობებში და ეს აწყობთ კონკრეტულ ძალებს. შესაბამისად იმისათვის, რომ გრძელვადიანი პერსპექტივაში ქვეყანა დავამშვიდოთ, აუცილებელია ამ კანონის მიღება. იქნება აქციები დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა თუ გავიტან ყველაფერს და გავიტანთ ამ კანონს, იქება რამდენიმედღიანი დისკომფორტი, მაგრამ გრძელვადიანს პერსპექტივაში ქვეყანას დავაზღვევთ რადიკალიზმისგან”, – თქვა კობახიძემ.