გერმანიის ელჩზე: ლოგიკაში აღარ ჯდებოდა მისი ჩვენს ქვეყანაში ყოფნა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი კმაყოფილებას გამოხატავს გერმანიის ელჩის გაწვევის გამო. ქართულ-გერმანული ურთიერთობების დაზიანებად აფასებს ელჩის კრიტიკულ კომენტარებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
„უკვე არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა მისი ჩვენს ქვეყანაში ყოფნა. გერმანიის პირველი ელჩი იყო, რომელმაც დააზიანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები. მანამდე ეს ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა, გვქონდა ძალიან კარგი დინამიკა და ფიშერის პირობებში, ძალიან მძიმე ზიანი მიადგა ამ ურთიერთობებს… მთავარია, ღირსეული კაცი დაინიშნოს მომავალში გერმანიის ელჩად“, – თქვა მ.
19 ოქტომბერს, როდესაც გერმანიის საგარეო უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან კონსულტაციებისათვის გაიწვია, განაცხადა, რომ მომდევნო დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავდა.
ამასთან, გერმანიის საგარეო უწყებამ X-ზე დაწერა:
„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობა ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას“.
2 ოქტომბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.
„ჩვენ გადავეცით მკაფიო გზავნილი: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – განუცხადეს საქართველოს წარმომადგენელს გერმანიის საგარეო უწყებაში.
ფორუმი