ქართული ოცნების არალეგიტიმური პრემიერი ირაკლი კობახიძე გურიაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა და საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებტან თქვა, რომ განიხილეს რეგიონში არსებული მდგომარეობა, რომელიც, მისი თქმით, “საკმაოდ რთულია”.
“განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა. მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, გუშინდელმა გაართულა კიდევ უფრო მეტად მდგომარეობა, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა საქმეში ჯარის, თავდაცვის ძალების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, – თქვა კობახიძემ.
