კობახიძე ბუნდესტაგის წევრებს იმ დეპუტატის გამოც არ შეხვდა, რომელიც დელეგაციაში არ ყოფილა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციასთან მისი შეხვედრა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არაა.
როგორც ამბობს, ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარის ერთ-ერთი მიზეზი დეპუტატი მიხაელ როთია, რომელიც დელეგაციაში საერთოდ არაა.
მიხაელ როთი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელიც „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულადაა განწყობილი, ის იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა. მიმდინარე წლის მაისში, როდესაც როთი თბილისში იმყოფებოდა, ის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზეც მივიდა.
როგორც კობახიძე ამბობს, როთის აქციაზე მისვლა „რევოლუციურ მცდელობაში“ ჩართვა იყო.
„მეც მთხოვეს შეხვედრა [ბუნდესტაგის წევრებმა], მაგრამ მე მგონი, არ არის მიზანშეწონილი ჩემი შეხვედრა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ამ დეპუტატებთან, მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ განახორციელა რამდენიმე თვის წინ. თქვენ გახსოვთ, იყო ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი ჩამოსული საქართველოში, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი პარლამენტარი და ამის შემდეგ, რამდენიმე საათში ის აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში.
ასეთი აქტები არის მიუღებელი, ასეთ ფონზე ჩვენთვის შეხვედრები არის მიუღებელი, ამ შემთხვევაშიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას, იმისათვის, რომ გაუზიაროს ჩვენი სათქმელი, თუმცა რამდენად იქნება ეს შედეგიანი, გამოჩნდება“, – განაცხადა მ.
საქართველოში ჩამოსულ დელეგაციაში არიან გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი სამივე პარტიის წარმომადგენლები. ირაკლი კობახიძის გარდა, ბუნდესტაგის დელეგაციას არ შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე ც.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, შალვა პაპუაშვილი იმერეთში იმყოფება.
სამხარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით თავად შეხვდა ბუნდესტაგის წევრებს.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში შალვა პაპუაშვილისთვის გერმანელ დეპუტატებთან შეხვედრაზე პრიორიტეტული ამომრჩეველთან გასაუბრებაა.
„წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ შეხვდეს საკუთარ ამომრჩეველს და მოსახლეობას, ვიდრე ნებისმიერ სხვას“, – ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.
როგორც გაირკვა, პარლამენტის თავმჯდომარე ს მიერ დაარსებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე იმყოფება. ცერემონიას ესწრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”