: ბრიტანეთის საელჩო გეგმავდა ექსტრემისტების დაფინანსებას – უარი ითქვა გრანტის გაცემაზე

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რის შედეგადაც ბრიტანეთის საელჩოს გრანტების გაცემაზე უარი უთხრეს.
“გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე სერიოზულად ამოქმედდა შეზღუდვები და ამან დაასტაბილურა კიდეც ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით, უფრო მეტად დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა და ამ შედეგებს პირდაპირ ხედავს საზოგადოება”, – თქვა კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”.
მისივე თქმით, გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ბრიტანეთის საელჩომ წარადგინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გეგმავდა “საქართველოში ექსტრემისტული გაერთიანებების დაფინანსებას”.
“ახალი კანონის საფუძველზე ჩვენგან ითქვა უარი ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებაზე. თავად ეს ფაქტი ძალიან დასანანი და სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ გეგმავდა ბრიტანეთის საელჩო ექსტრემისტული გაერთიანებების დაფინანსებას”, – თქვა კობახიძემ.
გარდა ამისა, როგორც “ოცნების” პრემიერმა თქვა, მთავარი ზომა, რასაც ახალი კანონმდებლობა დარღვევების საპასუხოდ ითვალისწინებს, ჯარიმებია.
„მთავარი შედეგი არის ის, რომ დღეს ექსტრემისტები ვეღარ ახერხებენ რადიკალიზაციას იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც მანამდე ახერხებდნენ. დღეს პრაქტიკულად მკვდარია მთლიანად ექსტრემისტული ფლანგი. იკრიბება ყოველდღე 50-დან 100 კაცამდე, ეს არის და ეს, პირდაპირ საკუთარი თავის დისკრედიტებას ახდნენ ეს ადამიანები“, – განაცხადა კობახიძემ.
11 ივნისს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფო აუქმებს დაგეგმილ საგრანტო წინადადებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა მუნიციპალური ს გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას.
როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამია, გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა, მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს.
„დიდი ბრიტანეთი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას დიალოგისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და წუხს ამ დაკარგული შესაძლებლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ობიექტური, პროფესიონალური და გამჭვირვალე მონიტორინგის ხელშეწყობას“, — ნათქვამია განცხადებაში.https://netgazeti.ge/news/776622/

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ