კობახიძე: აშშ-ს ხელშია ურთიერთობების გადატვირთვა, მათ ხელეწიფებათ

უხეირო არის თავად ის განცხადება, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ არის ერთგვარი ისტერიკა კონკრეტულ ძალებში, რომლებსაც სურდათ საქართველოში მეორე ფრონტი, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. ჩვენ ძალიან რთული პროცესები გამოვიარეთ 2020 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, იყო რევოლუციის ორი მცდელობა. თქვენ გახსოვთ, რამდენი რამ გააფუჭა ამერიკის წინა ელჩმა ევროკავშირის წინა ელჩთან ერთად, ხო? ამ პირობებში თუ ვინმე უნდა ზრუნავდეს და თუ ვინმეს ხელეწიფება ურთიერთობების გადატვირთვა, ეს არის სწორედ მეორე მხარე, ეს არის . ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ წლების განმავლობაში, 3-4 წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ვიტყვი იმ უსამართლო და არასწორი მიდგომებით, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ. შესაბამისად, მათ ხელშია ურთიერთობების გადატვირთვა.
როდესაც ჩვენ ვხედავთ რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობას [საქართველოში] ენჯეოების პირდაპირი მონაწილეობით და როცა ამ პირობებში აპროტესტებ ენჯეოების გამჭვირვალობას, ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური დასკვნა, რომ ვიღაცას უნდა ენჯეოების ხელით მოაწყოს რევოლუციის მესამე მცდელობაც. და ეს აღქმა არ უნდა დარჩეს ქართულ საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, იქნებოდა სწორი, სამართლიანი და პრაგმატული, რომ ნაცვლად მუდმივი საუბრისა სხვა თემებზე, ჩვენ ვისაუბროთ ურთიერთობების გადატვირთვაზე.
ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი ქართული ოცნების ახალ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სენატში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ბიძინა ივანიშვილს უხეირო დიქტატორი უწოდეს.