მინდა გამოვეხმაურო აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო. სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.
მე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ გასული ოთხი წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე ამ ურთიერთიობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა. ამისთვის ქართული მხარე – ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო არის მზად და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში.
რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით. თუმცა, მე კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები. სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთბების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ამისთვის ვართ თავიდან ბოლომდე მზად.
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა – ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს გააკეთა.
ასევე, აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის გამო, სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო.