აღიარებს, რომ საქართველო ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მათ შორის ყველაზე ღარიბსაც კი, დაახლოებით 30–40%-ით ჩამორჩება

აღიარებს, რომ საქართველო ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მათ შორის ყველაზე ღარიბსაც კი, დაახლოებით 30–40%-ით ჩამორჩება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა მ პარლამენტში ინტერპელაციის რეჟიმში გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბოლო ოთხ წელიწადში ნომინალურად გაორმაგდა და ქვეყანამ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი აჩვენა, საერთო განვითარების დონე მაინც დაბალია და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ევროკავშირის არცერთ წევრ ქვეყანას არ უახლოვდება.

მისი თქმით, ასეთ გარემოში ქვეყნისთვის გადამწყვეტი ხდება ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება და საინვესტიციო პროექტების მიუღებლობისგან თავის შეკავება.

“ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება, გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი, საშუალო მაჩვენებელი არის 9,7%, 2021 წლიდან მოყოლებული. წელსაც გვაქვს თითქმის 8%-იანი ზრდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ტემპის შენარჩუნება, ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე წელს პირველად გასცდება $10 000-ს. თუმცა ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით მაგალითად, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი, დაახლოებით 30-40 %-ით.

ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ შარშანდელი მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ იყო 15,6%, ეს ნიშნავს იმას, რომ 350 000-მდე ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, ხელისუფლების და ნებისმიერი პასუხისმგებლობით გამსჭვალული მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და ზრდის ტემპის შენარჩუნება. ასეთ პირობებში ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი, მით უმეტეს, როდესაც საუბარია სრულიად უნაკლო პროექტზე, რომელსაც არავითარი მინუსი არ ახლავს თან“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა, Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან, ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი