კობახიძე აქციებში მონაწილე 10-მდე ახალგაზრდას საჯარო დისკუსიას სთავაზობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ახალგაზრდებს რუსული კანონზე საჯაროს დისკუსიის გამართვას სთავაზობს.
ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 17 მაისს, განცხადება გაავრცელა.
როგორც კობახიძე ამბობს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს შეუძლიათ დისკუსიას „2-3 არაახალგაზრდაც“ დაასწრონ, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.
„საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის. ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ. ეს ქვეყანა მომავალში ერთად უნდა მართონ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს იწონებენ ან აპროტესტებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს.
შესაბამისად, ყველა ჯანსაღ ახალგაზრდასთან შეხვედრა და მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. მზად ვარ, მათგან არა მხოლოდ მოვისმინო, არამედ, სათანადო შემთხვევაში, აგრეთვე გავიზიარო შენიშვნები და ახალგაზრდებისგანაც ასეთივე დამოკიდებულებას მოველი. თუ ადამიანი დარწმუნდება, რომ არასწორად ფიქრობდა, აღიარება და პოზიციის შეცვლაც უნდა შეეძლოს, რაც ადამიანის არა სისუსტეზე, არამედ სწორედ ღირსებაზე მეტყველებს“, – აცხადებს კობახიძე.
კობახიძის თქმით, რუსულ კანონთან დაკავშირებით „ემოციები ჩაცხრა“ და ამ ფონზე არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით.
„შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.
იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ“, – აცხადებს კობახიძე.
აქამდე აცხადებდა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდულ მოძრაობებს ძალადობრივ ორგანიზაციებად მოიხსენიებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად

ირაკლი კობახიძე – არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია – პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება