კობახიძე: არ შეიძლება ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია

დიასპორის მონაწილეობას ს შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია. ზუსტად დავთვალეთ, რას გამოიწვევდა დიასპორის არმონაწილეობა და ერთ მანდატს განსაზღვრავდა მხოლოდ მათი არმონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისაგან. ჩვენ ყველგან ვცდილობთ, რომ განვამტკიცოთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და დავიცვათ გარე საფრთხეებისგან. როცა საქმე ეხება ამ რეგულაციას, გვაქვს ორი არგუმენტი – ერთი არის ის, რომ არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია, იმიტომ, რომ ასეთ პირობებში ნებისმიერი ადამიანი, დიასპორის წარმომადგენელი ამა თუ იმ ფორმით ექცევა უცხოური იურისდიქციის გავლენის ქვეშ. მეორე არგუმენტი უკავშირდება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მას არ აქვს წვდომა ინფორმაციის მთავარ წყაროზე. ერთადერთი გაუფილტრავი ინფორმაციის წყარო არის ის გარემო, სადაც შენ ცხოვრობ. გადიხარ ქუჩაში და შენი თვალით ხედავ, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე აკეთებ საბოლოო არჩევანს. თუ ადამიანს არ აქვს წვდომა გაუფილტრავ ინფორმაციის წყაროზე, ის მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.