“კობახიძე არ დაისვეს გვერდით შოლცმა და მაკრონმა და გადასვეს” – რა ფოტოს ავრცელებს გვარამია

კობახიძე საქართველოს სახელით წავიდა ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე. ორბანმა, როგორც მასპინძელმა, დაპატიჟა, თორემ იქ ვერ მოხვდებოდა – ყველა წინააღმდეგი იყო მისი იქ ჩასვლის.
მოგეხსენებათ, ანბანის თანახმად ხდება მრგვალი მაგიდის ირგვლივ მონაწილეთა დასმა. ამ პრინციპით, საქართველო ხვდება გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის (Germany, Georgia, France). აბა რა მოხდა? არ დაისვეს გვერდით შოლცმა და მაკრონმა და იძულებული გახდა ორბანი სხვაგან გადაესვა. არ სხვები არ გაეკარებ და საბოლოოდ დათანხმდა მხოლოდ ევროკავშირის ყველაზე სამარცხვინო (ორბანთან ერთად) ლიდერი, სლოვაკეთის პრემიერი ფიცო. აი ის, “გლობალური ომის პარტია კლავდა და მეც ეგრე მიპირებენო” ისტერიულად რომ ბოდავდა კობახიძე.
ქოცებო, დროზე გააუქმეთ არჩევნების შედეგები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გადაწყვეტილება მიიღეთ, თორემ ბევრად შორს და მძიმე ადგილზე გადაგსვამენ/დაგსვამენ ევროპელებიც და ჩვენც, ქართველებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება