არ გამორიცხავს, რომ ფასების რეგულირებისთვის „სადისტრიბუციო ქსელი“ შეიქმნას

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, გრძელდება გუნდის შიგნით მსჯელობდა ფასების შემცირების გზების ძიებასთან დაკავშირებით. მან „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ ერთ-ერთი გზა სახელმწიფოს რესურსით სადისტრიბუციო ქსელის აწყობაა.
„ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და იმაზეც კი გვქონდა საუბარი, რომ შეიძლება, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ექნება ფასების რეგულატორის ფუნქცია. ასეთი რამეც კი შეიძლება გაკეთდეს როგორც სურსათის, ისე საწვავისა და მედიკამენტების შემთხვევაში… სხვადასხვა ალტერნატივა არსებობს, მაგრამ მანამდე იმედი გვაქვს, რომ ბიზნესის მხრიდან მოხდება ფასები შემცირება და ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
გასული წლის მიწურულს, 24 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით, სურსათი ძვირია, რადგან მაღალი ფასნამატი და მოგებაა. მისი ინიციატივა იყო, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და დაწყებულიყო გამოძიება. ამ საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუსმა და ფინანსურმა პოლიციამ სუპერმარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების ოფისებიდან დოკუმენტებიც ამოიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ