ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ძალადობაზე პასუხისმგებლობას ასევე სრულად იზიარებენ აქციების ორგანიზატორი და წარმმართველი რადიკალურ პარტიები, ენჯეოები და მათ წარმომადგენლები. ყველას ვაფრთხილებთ, საკუთარი მორალურ შიდა სამართლებრივი პასუხისმგებლობა სათანადოდ გაიაზრონ. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც მთელი ერთი წლის მანძილზე ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზებას ახდენდა და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა, საუბარი იყო მოძალადე ახალგაზრდებზე, რომელიც კეზერაშვილის, ხაზარაძისა და კონკრეტული უცხოელი დონორებისგან ფინანსდებიან, ესენი არიან: ნაც ,მოძრაობის, ლელოს და ახალის ახალგაზრდული მოძრაობები, რომელიც ასამდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. ასევე ესენი ძალადობრივი დაჯგუფებები: ტალღა, ჯიუტები, ნაბიჯი, თბილისი პრაიდი, ჯენზი, წერტილი, დამფიონი, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, მოძრაობა თავისუფლებისთვის, სირცხვილია, ფრანკლინის კლუბი და მომავლის აკადემია, რომელიც კოლექტიური ნაც. მოძრაობის ერთგულ 200-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს.