“კობახიძე” არა, – ირაკლი კობახიძე” – ვისი მოხსენიება არ შეიძლება სახელის გარეშე?

არჩილ გორდულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გახარია — საქართველოსთვის“ წევრს მიუთითა, ირაკლი კობახიძე სრული სახელით და გვარით მოიხსენიონ და არა მხოლოდ გვარით.
„თქვენ ტყუილი თქვით, რომ კობახიძემო…[უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე]… ჯერ ერთი „კობახიძემ“ არა, ირაკლი კობახიძემ — ამ ადამიანს სახელი და გვარი აქვს და არის ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. კეთილი ინებეთ და პატივი ეცით მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ადამიანის გადაწყვეტილებას. თქვენ საკუთარ ამომრჩეველს არ სცემთ პატივი, მთელი ამ ხნის განმავლობაში შატალოზე იყავით და მილიონ ას ოცი ათასი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ადამიანს რომ პატივს არ სცემთ, ეს არ არის გასაკვირი“, — განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია