კობახიძე: არახამიას განცხადება ადასტურებს, რომ რაღაც არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი უკრაინის რადის წევრს, ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარეს, ს გამოეხმაურა და მის განცხადებას “გაუგებარი” უწოდა. კობახიძის თქმით, არახამიას განცხადება “ამყარებს რწმენას, რომ რაღაცეები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს”.
“რეალურად, არახამიას განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ჩვენს განცხადებაში. ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც აჩვენებს კონკრეტულად ეს წარმომადგენელი უკრაინის ხელისუფლების, რაც ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ძალიან მყარად ვუჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც არის გამოხატული არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმით – ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილი აქტი, რეზოლუციები და სხვა გადაწყვეტილებები, ეს არის ძალიან ფართო ჰუმანიტარული დახმარება.
როდესაც ასეთ ფონზე კეთდება ასეთი გაუგებარი განცხადებები ეს ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რაღაცეები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა, დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას.” – თქვა კობახიძემ.
12 მარტს დავით არახამია საკუთარ ტელეგრამ-არხზე საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნას გამოეხმაურა.