კობახიძე: არაფერი განსაკუთრებული, ეს არის ჯილდო ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის

ირაკლი ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავჯდომარის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვლის წინააღმდეგ -ის სახაზინო დეპარტამენტისგან დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეალურად არაფერი შეცვლილა და ეს არის ჯილდო ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის.
კობახიძის განცხადებით, ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას მთელი 3 წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით აშანტაჟებნენ, თუმცა ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან.
“თქვენ იცით, რომ ბატონი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას მთელი 3 წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით აშანტაჟებნენ. ახლა, ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან – რაღა ეშველება ოპოზიციას არ ვიცი.
სინამდვილეშია არაფერი შეცვლილა – დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა. ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთი რამის გამო, რომ ამ ადამიანმა არ დათმო ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თქვენ კარგად გახსოვთ რა ხდებოდა 2022 წელს – რას ითხოვდნენ ჩვენი გუნდისგან და კონკრეტულად, უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილისგან. იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს, ჯერ დე ფაქტო სანქციები აამოქმედეს და შემდეგ მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი არსებითი დატვირთვა არ აქვს.
ეს არის ის, რასაც 3 წლის განმავლობაში გლობალური ომის პარტია აკეთებდა. რეალურად, არაფერი შეცვლილა. ახლახან ვასაუბრე ბიძინა ივანიშვილს და მისი პოზიციაც არის იგივე. არაფერი განსაკუთრებული, ეს არის ჯილდო ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.
***