კობახიძე ანტირუსული პროტესტის მონაწილეებს “ძალადობრივ დაჯგუფებად” მოიხსენიებს – “ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს”

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ანტირუსული პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს კვლავ “ძალადობრივ დაჯგუფებად” მოიხსენიებს. ის აგრძელებს მმართველი პარტიის ნარატივს იმის შესახებ, თითქოს არსებობს “გლობალური ძალა” რომელიც საქართველოში ყველა იმ ადამიანის უკან დგას, ვინც “ქართული ოცნებას” რამე ფორმით გააკრიტიკებს.
სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სწორედ ამ “გარე ძალის” დაფინანსებულად მოიხსენია მან ათობით ათასი მოქალაქე, რომლებიც უკვე კვირებია საპროტესტო აქციებს მართავენ რუსული კანონის მიღების მცდელობის წინააღმდეგ.
“გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ. მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის, კანონის წინაშე, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს”, – განაცხარა მ.
მან უგულებელყო ყველა ის ძალადობრივი დაკავება, მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, ჟურნალისტებისა თუ აქტივისტების მიმართ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები, რაც გასული კვირების განმავლობაში ანტირუსულ აქციებზე ხდებოდა. ამის საპირისპიროდ, ის ამტკიცებს, რომ ქართველი სამართალდამცველები ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მუშაობდნენ. მან მოუწოდა პოლიციას, მომდევნო დღეების განმავლობაშიც იგივე სტანდარტთ იმოქმედოს.
“საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთს განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ. შესაბამისად, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომელიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცველებისთვის”, – ამბობს კობახიძე.
პრემიერ-მინისტრმა 12-13 მაისს დაგეგმილ აქციებზე მომხდარი ყველა შესაძლო ინციდენტი წინასწარ დააბრალა ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას და მონაწილეებს უმკაცრესი პასუხისგებით დაემუქრა. კობახიძის თქმით, “დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც ს მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება”.
“ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდე უფრო გამტკიცდება. სუვერენიტეტთან ერთად განმტკიცდება სამართლისა და კანონის უზენაესობაც საქართველოში, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვპირდებით ყველას, სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტზე და პოლიციელზე ხელის აღმართვისთვის, კანონის წინაშე, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ