ანაკლიის პორტზე: ივნისიდან ვგეგმავთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას

კობახიძე ანაკლიის პორტზე: ივნისიდან ვგეგმავთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას
პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გამოვლინდება კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ჩაუდგება სამუშაოებს. პრემიერი ამბობს, რომ კონკრეტულ სამუშაოები ივნისიდან დაიწყება.
“უკვე ივნისიდან ჩვენ ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, თვითონ მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ამ სფეროში, ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით. შესაბამისად, არამხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ, ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
პროცედურები დაიწყება მარტში. მარტი, აპრილი, მაისი დასჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის ბოლოსთვის დასრულებული იქნება ტენდერის პროცედურა. ივნისიდან შეგვეძლება სამუშაოების დაწყება, ეს არის მკაფიო გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას და ამ გეგმას, რა თქმა უნდა, გავყვებით” – თქვა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იობი – დასრულდა ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა -მომავალში დაიწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი და სამოციქულო ეკლესია მიდის სწორი გზით