ამტკიცებს, რომ 21 დეკემბრის აქციაზე 3000-მდე ადამიანი “ძლივს შეკრიბეს”

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირწმუნება, რომ 21 დეკემბრის აქციაზე 3000-მდე მოქალაქე მონაწილეობდა. ის ამტკიცებს, რომ პროევროპულ აქციებზე ხალხი აღარ დადის.
კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინ, 21 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა ჰქონდა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ხელახალი არჩევნების დანიშვნის განსახილველად. კობახიძემ თქვა, რომ ამის შესახებ მათ ვიღაცები ეუბნებიან, თუმცა ინფორმაციის წყარო არ დაუსახლებია.
“ჩვენ გვეუბნებიან, რომ მათ – არ ვიცი, რა წრეში -, ჰქონდათ სერიოზული მსჯელობა არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა შეკრიბა ოპოზიციური სპექტრი და NGO-ები სწორედ იმ განზრახვით, რომ მას გუშინ უნდა დაენიშნა საპარლამენტო . მიზანი იყო ცხადი – აჟიოტაჟის შექმნა.
ხედავთ, რომ ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში. გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს. შემდეგ, ხედავდით, რომ აზიარებდნენ შარშანდელი აქციის ფოტომასალას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი აქციების 24-ე დღეს, პარლამენტთან ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა. მთელი დღის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით არაერთი მარში გაიმართა – მოქალაქეები სხვადასხვა თემატური ნიშნით იკრიბებოდნენ თბილისის სხვადასხვა წერტილში და მსვლელობით მიემართებოდნენ პარლამენტისკენ.
პლატფორმა Visioner-ის გათვლებით, 20-ზე მეტი მარშსა და დღის ბოლოს, პარლამენტთან გამართულ აქციაში მონაწილეობა 200 000-მდე მოქალაქემ მიიღო.
🇬🇪 | Magical evening in Tbilisi as an unprecedented wave of marches throughout the day culminated on Rustaveli Avenue. Over 20 marches united nearly 200,000 protesters in front of the parliament. 🎥 Ezz Gaber pic.twitter.com/URFfovkQ2b — Visioner (@visionergeo) December 21, 2024
ფოტო: Ezz Gaber

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში