კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში რუსული გავლენის პარტიები არ არსებობენ

პრემიერმინისტრი ირაკლი Euronews-თან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ საქართველოში რუსული გავლენის მქონე პარტიები არ არსებობს. როგორც კობახიძემ თქვა, ქვეყანაში რუსული გავლენის მედიასაშუალებებიც არ არსებობს.
“შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს საქართველოში გავლენები არ აქვს. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ასეთი გავლენით ისარგებლებდნენ. არც რუსული გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებები არსებობს. ამიტომაც, რუსეთს არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნებზე საქართველოში”, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე ისაუბრა რუსულ კანონისა და ჰომოფობიური კანონის მიღებაზე. მან კვლავ გაიმეორა ქართული ოცნების ნარატივი, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონს ს კანონთან საერთო არაფერი აქვს:

“ეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია და ამ გადაწყვეტილებებს არაფერი აქვს საერთო რუსეთის მთავრობს გადაწყვეტილებებთან. ჩვენ წარვადგინეთ გამჭვირვალობის კანონი და ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არასამთავრობოების შესახებ რუსული კანონის შინაარსთან. ის მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება. კიდევ ერთი რამ, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს არის იმის უზრუნველყოფა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინონ წლიური ფინანსური დეკლარაციები იუსტიციის სამინისტროს. სულ ესაა. არანაირი შეზღუდვები. სწორედ ამიტომ იყო გზავნილი რუსული კანონის შესახებ აბსოლუტურად ყალბი. რაც შეეხება ლგბტქ კანონს, ესეც ჩვენი ეროვნული გადაწყვეტილებაა”.