“ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ აქციების დარბევისას წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება იყო გარკვეული, მაგრამ უარყოფს, რომ ეს იყო “კამიტი”.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით BBC შსს-მა “სიცურეში უკვე ამხილა.”
“რაც შეეხება [წყლის ჭავლში] ნივთიერების გარევას – ნივთიერება იყო გარეული. მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. რაც შეეხება კონკრეტულად ინფორმაციას „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით – ამაზე, [პრაქტიკულად, მტკიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა, შსს-მ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასდროს შეუძენია შსს-ს, მათ შორის, ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებშიც. ეს არის რაც შეიძლება ითქვას.
დანარჩენი – მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებას აწარმოებს სუსი. ყველა დეტალი იქნება გასაჯაროებული საზოდადოების წინაშე გამოძიების დასრულების შემდეგ.
BBC-ის სიუჟეტი სერიოზული ტყუილია და ამას სჭირდება პასუხის გაცემა.
პირველი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნა – “კამიტი” არ გამოყენებულა, შესაბამისად BBC სიცრუეში უკვე ამხილა შსს-მ. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება გამოძიების დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება „კამიტის“ გამოყენებას – ეს უკვე უარყო შსს-მ იმ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რაც მის ხელთაა”, – აცხადებს კობახიძე.




