კობახიძე აკრიტიკებს აშშ-ს საელჩოს, რომ არ გამოაქვეყნეს ტრამპის ადმინისტრაციიდან ყაველაშვილისთვის გაგზავნილი წერილი

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, აკრიტიკებს -ს საელჩოს იმისთვის, რომ მათ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე არ გამოაქვეყნეს ტრამპის ადმინისტრაციიდან ყაველაშვილისადმი გაგზავნილი წერილი. საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილზე, რომელიც ტრამპის სახელით გაეგზავნა ყაველაშვილს. წერილი თავად ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა.
“ორი წერილი გამოქვეყნდა. პირველი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოქვეყნებული. ჩვენი აღქმით, ეს წერილი ემსახურებოდა ერთადერთ რამეს – 26 მაისის ოპოზიციის აქციის რაღაცნაირად გაეაქტიურებინა. თუმცა, ვნახეთ, რომ 3000 კაცზე მეტი არ მივიდა მაქსიმალური მობილიზაციის პირობებში ამ აქციაზე. არც წერილმა უშველა და არც მაქსიმალურმა მობილიზაციამ. მოგვიანებით გამოქვეყნდა პრეზიდენტ ტრამპის წერილი, რომელიც გამოიგზავნა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ. ეს წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას. თუმცა ასევე ხედავთ თქვენ, რომ ამერიკის საელჩოს საქართველოში დღემდე – უკვე მეოთხე დღეა, თუ არ ვცდები – არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი. ყველაფერი არის გასაგები, როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე. ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მ.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პროევროპული აქციების მონაწილე მოძრაობებმა და სამოქალაქოს სექტორმა რუსთაველის გამზირზე არაერთი ღონისძიება ჩაატარეს. გაიმართა მარშები, გამოფენები, დისკუსიები, ფილმის ჩვენება და არაერთი სხვა აქტივობა, რომელიც ეხებოდა საქართველოს პირველ რესპუბლიკას, დამოუკიდებლობის გამოცხადებას და ა.შ. სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო და საღამოს, მრავალათასიანი აქციით დასრულდა.