კობახიძე: აგენტურის გასამართლებას, შეიძლება ინდივიდუალურ დონეზე განაჩენებიც მოჰყვეს

ძალიან ბევრი ნაცმოძრაობის წარმომადგენელი ადამიანი გასამართლდა მაღალ, საშუალო, დაბალ დონეზე – მათ შორის, სააკაშვილი იხდის სასჯელს.
ასობით ასეთი პირია სამ სხვადასხვა დონეზე, თუმცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ არსებითად პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, ანუ ამ აგენტურის გასამართლებაზე, რასაც თავისუფლად შეიძლება, მოჰყვეს ინდივიდუალურ დონეზე განაჩენებიც.
საზოგადოებამ იცის, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ პოლიტიკურ ძალას, როგორც კი საბოლოო ჯამში სრულიად მოეფინება ნათელი ყველა დანაშაულს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება წავიდეს ინდივიდუალურ სასჯელებამდეც.
რაც შეეხება ფორმებს, ჩვენ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ არჩევნების შემდეგ – ეს არის ეროვნული ამოცანა, მე ასე ვიტყოდი, რადგან იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია იწოდება დამნაშავე, კრიმინალურ პოლიტიკურ ძალად, ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს შედგება.