კობახიძეს ტყუილში ესპანეთიც ამხელს

დე ფაქტო პრემიერმინისტრ ს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ამხელს. როგორც გამოცემა ABC-სთან ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, საქართველოს მთავრობის განცხადება, თითქოს ესპანეთმა გუშინდელ საგარეო საქმეთა საბჭოში გარკვეული პოზიცია დაიკავა, არ შეესაბამება სინამდვილეს.
“მინისტრ ალბარესის განცხადება ამ მხრივ ცალსახა იყო. ესპანეთმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობასთან ერთად, მხარი დაუჭირა სანქციების მიღებას და ღიად დაგმო მოქალაქეთა დემონსტრაციების ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩახშობა”, – განმარტეს მადრიდში.
დე ფაქტო პრემიერმინისტრის განცხადებას ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზეც გამოეხმაურა:
“ესპანეთმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებებთან და სავარაუდო დეზინფორმაციულ კამპანიებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია არის საფრთხე ჩვენი დემოკრატიისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებით”.
დღეს დე ფაქტო პრემიერმა 5 ქვეყანას “ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო” მადლობა გადაუხადა. როგორც ამტკიცებდა, ეს ხუთი ქვეყანა – უნგრეთი, , რუმინეთი, იტალია, ესპანეთი – სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ.
მან ასევე თქვა, რომ “უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს”.