კობახიძეს თსუ-ში ლექციის ჩატარება კვლავ გაძლიერებული დაცვით მოუწია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს დღეს, 8 ივნისს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩატარება კვლავ აქციის ფონზე, გაძლიერებული დაცვით მოუწია.
პრემიერი, რომელიც ამავე დროს თსუ-ს ლექტორია, უნივერსიტეტში უკანა შესასვლელით შევიდა. უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან დილიდან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა ხელისუფლების ანტიდასავლური კურსის გასაპროტესტებლად.
კობახიძეს უნივერსიტეტში აქციებით მას შემდეგ ხვდებიან, რაც ხელისუფლებამ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონის მიღება გადაწყვიტა.
დღევანდელი აქცია გუშინ დააანონსა სტუდენტმა ნიკო მანაგაძემ, რომელსაც ანონსის გავრცელებიდან მალევე, უნივერსიტეტთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. -ს ამ დრომდე არ დაუკავებია თავდამსხმელები.
მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციები იმართება, კობახიძე უნივერსიტეტში გაძლიერებული დაცვითა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების თანხლებით დადის, რომლებიც კონფლიქტში შედიან აქციის მონაწილეებთან.
ფოტოზე: აქცია თსუ-სთან. კადრი რადიო „თავისუფლების“ ვიდეოდან.

ასევე დაგაინტერესებთ