“კობახიძეს ამ ფულთან არავინ გააკარებს” – ლილუაშვილი

კობახიძე რომ თავის წილ 600 მილიონს ეძებდა, გახსოვთ? გახარიას განცხადების შემდეგ, ეტყობა, ეგონა, გახარია მაგას ელაპარაკებოდა, ამ 600 მილიონს ეძებდა მერე და ახლა, ალბათ, სურს ეს პოზიცია გამოიყენის ამ 600 მილიონის სათავისოდ აღმოსაჩენად, მაგრამ ერთ რამეში ძალიან სცდება, ის ახლა, პრემიერობის დროს აღმოაჩენს, რომ მას ამ ფულთან არავინ გააკარებს, მომსახურე პერსონალია უბრალოდ. რა შეიძლება შეიცვალოსო, ნახევრადხუმრობით გეტყვით, 5 კაციანი დაცვით დადის და შეიძლება ბატალიონი შექმნას. სინამდვილეში არაფერიც არ შეიცვლება.
ლილუაშვილი ღარიბაშვილზე და მის ახალ თანამდებობაზეც საუბრობს და ამბობს:
ღარიბაშვილმა თავადაც თქვა, პენსიაზე გავედიო, არჩევნებანდე შეუძლებელია პარტიის ვერტიკალში ძორეული ცვლილებები განახორციელო, ან ვინ მისცემს მაგის უფლებას ღარიბაშვილს. პენსიაზე გაუშვეს პრაქტიკულად. მას მოუძებნეს ფორმალური ადგილი.