კობახიძესთან შეხვედრა „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს ინიციატივით გაიმართა – ამბობენ კომპანიაში

„შეხვედრა გაიმართა „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს ინიციატივით“, – მისწერეს რადიო თავისუფლებას „საქართველოს კაპიტალის“ მედიასთან კომუნიკაციის ჯგუფიდან.
ამავე წყაროს ცნობით, „განხილული იყო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო“.
25 მარტს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ბიზნესჯგუფის, „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრ ს.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ
· „შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის სატრანზიტო როლს და დაკავშირებადობის ფუნქციას…
· ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა“.
ადმინისტრაციის გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ შეხვედრას ესწრებოდა „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.
9 იანვარს რადიო თავისუფლებამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა წერილი, რომ -ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, ს გაყალბებისა“ და „ჩინეთის, სა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებდნენ.
ამავე წერილში ჩამოთვლილი იყო საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“. მათ შორის ნახსენები იყო ირაკლი გილაური.
„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭომ 13 იანვარს განაცხადა, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისადმი, ირაკლი გილაურისადმი „სრული ნდობა გააჩნია“, არ ეთანხმება მისდამი სანქციების დაწესებაზე მოსაზრებას და ასევე განაცხადა, რომ კომპანია პოლიტიკურ პროცესში არ ერევა.
14 იანვარს ირაკლი გილაურის ძმამ, ნიკა გილაურმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თქვა, რომ მისი ძმის დასასანქცირებელთა სიაში მოხვედრა ჰგავდა „პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას, რომელსაც კარგად ეტყობა „ე.წ კაგებეშნიკური ხელწერა“.
ნიკა გილაურმა 2024 წლის დეკემბერში, – პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, – აქციაზე ნაცემი მოქალაქეების დასახმარებლად შექმნა საქველმოქმედო ფონდი Prosperity Georgia. ფონდი პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ 2025 წლის მარტში დააყადაღა.
რამდენიმე დღსი წინ ცნობილი გახდა, რომ ნიკა გილაურის კომპანია „რეფორმატიკსმა“ აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი უნდა გადაუხადოს.
„მინდა დავაზუსტო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ხელშეკრულების მიზნების შესახებ. ხელშეკრულება პირველ რიგში გაფორმდა იმიტომ, რომ Continental Strategy დაეხმაროს რეფორმატიკსს მისი მთავარი მიზნის მიღწევაში – სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში და ამ რეგიონის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში ამერიკასთან და ევროკავშირის ქვეყნებთან“, – დაწერა ფეისბუკში ნიკა გილაურმა 19 მარტს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა