კობახიძესთან საუბრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი გადადგა – მთავრობის პრესსამსახური

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა.
ეს არის მინისტრთა კაბინეტში პირველი საკადრო ცვლილება ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა, მაშინ როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო . მანამდე, ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, 10 თვის განმავლობაში იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს დატოვა. მის შემცვლელად კი პარტია “ქართულმა ოცნებამ” ირაკლი კობახიძე დაასახელა. თანამდებობაზე დამტკიცებამდეც და შემდეგაც კობახიძე აცხადებდა, რომ მხოლოდ თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე დატოვებდა თანამდებობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს