კობახიძემ ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.
ესენი არიან:
· მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული — ალექსანდრე ზაგაშვილი,
· შიდა ქართლი — სიმონ გულედანი,
· სამცხე-ჯავახეთი — ზაალ გელაშვილი,
· გურია — გიორგი ღურჯუმელიძე,
· ქვემო ქართლი — ლევან ხარაბაძე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს „გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები“. მისი თქმით, რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს.
ალექსანდრე ზაგაშვილი 2017-2021 წლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი იყო.
სიმონ გულედანი 2024 წლის სექტემბრიდან დღემდე გორის მერის პირველ მოადგილის პოსტს იკავებდა.
ზაალ გელაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი -ში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
ოზურგეთის მერის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა მანამდე გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე.
ლევან ხარაბაძე კი შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ