მ რიჟვაძე მოინახულა და თქვა, რომ „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ „აბრალებენ ათას ტყუილს“, რაც „სტრესულია“

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი პირველ კომენტარს აკეთებს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობაზე.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რიჟვაძის მონახულების შემდეგ, კობახიძე მომხდარს – გამოძიების ოფიციალური ვერსიით, თვითმკვლელობის მცდელობას, – „ზოგადად“ უკავშირებს ოპოზიციური ტელევიზიებით – მისი სიტყვებით – „ცილისწამებას“ და „ზიზღის დათესვას“.
თავდაპირველად კობახიძემ განაცხადა, რომ რიჟვაძეს „პირველ რიგში“ გამოჯანმრთელებას უსურვებს და უხარია, „კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი“.
შემდეგ განაცხადა, რომ „გამოძიება დაიწყო მყისიერად“ და „ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს“.
კითხვაზე, თუ დაინტერესდა, რატომ იყო მისი სახელი წერილში, კობახიძემ განაცხადა:
„ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი… ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული“.
„კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ“
კითხვაზე, მისი ინფორმაციით, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს„კორუფციას“ და „ბარიგების მფარველობას“, – როგორც გავრცელებულ წერილში წერია, – კობახიძემ თქვა:
„მე არ ვიცი, – კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ“.
შემდეგ მან განაცხადა, რომ „ზოგადად, სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული. მათ შორის იმ დროსაც, როცა აღარ უკავია თანამდებობა“.
„უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ… მაგალითად, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ – განაცხადა მ.
„მე გეუბნებით, რომ ზოგადად, გარემო პოლიტიკოსისთვის არის სტრესული… სტრესული არის პოლიტიკოსის ცხოვრება, გამომდინარე იქიდან, რომ აბრალებენ ათას ტყუილს, შეურაცხყოფას აყენებენ. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს დათესოს სიძულვილი“, – თქვა მან.
მოგვიანებით, ერთ-ერთი ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რიჟვაძის წერილში იგულისხმებოდა თუ არა ეს ტელევიზიები, კობახიძემ თქვა:
„არა, ეს მე არ მითქვამს. ეს მე არ მითქვამს, რა თქმა უნდა. მე ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე. დანარჩენი უნდა დაადგინოს, ბუნებრივია, გამოძიებამ“.
წინა დღეს, 7 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც „გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა“, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ შეიყვანეს.
მალევე ხელისუფლებასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
ამის დასტურად მოიტანეს წერილი და ამტკიცებდნენ, რომ ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ დაწერა.
· აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თვითმკვლელობა საგარეჯოში, სტუმრად მყოფმა, მასპინძლის იარაღით სცადა; ხოლო მანამდე წერილიც დაწერა, რომელშიც ოჯახის დაცვას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს სთხოვს – ასეთია -სა და სახელისუფლებო მედიის მიერ აღწერილი სურათი.
· თორნიკე რიჟვაძე ინციდენტისას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალეკო ახვლედიანის სტუმარი იყო.
· რიჟვაძის გარშემო განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ ოპონენტებსა და ექსპერტებს მრავალ შეკითხვას უჩენს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ თორნიკე რიჟვაძე ერთ-ერთი პირველი იყო მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“