კობახიძემ მადლობა გადაუხადა იმ NGO-ებს, რომლებიც უცხოური ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მადლობა გადაუხადა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირდნენ. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რეესტრს დასარეგისტრირებლად 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა.
„საზოგადოების წინაშე გამოხატული სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მინდა მადლობა გადავუხადო“, – თქვა მ.
ხანგრძლივი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონი „აგენტების შესახებ“ და 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტოც. კანონი პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოსი გაასაჩივრეს. საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა უკვე გაიმართა – საწყის ეტაპზე სასამართლომ უნდა გამოაცხადოს აჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.
ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.
თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე ჭეიშვილი – კადრულობენ და ობსკურანტიზმის მედროშეებად წარმოგვაჩენენ – ინიციატივის არსია, საგანმანთლებლო პროგრამების ბენეფიციარობა გამარტივდეს, მეორე მხრივ კი გრანტი სუვერენიტეტზე თავდასხმის იარაღად არ იყოს გამოყენებული

მამუკა მდინარაძე – ბრიტანეთის საელჩოს განცხადება არის გარკვეული თავდასხმა – როცა რამდენიმე დღით ასწრებ „გრანტების“ შესახებ კანონის მიღებას და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდია