კობახიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა

ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ირაკლი ხმალაძე ამ თანამდებობაზე 2025 წლის 15 მაისს დაინიშნა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე ის იკავებდა თბილისის ვიცე-მერის პოსტს.