ირაკლი კობახიძეს ლექციების ჩატარება ისევ პროტესტის ფონზე უწევს. თსუ-ის მეორე კორპუსთან მოქალაქეები პრემიერს პროტესტის ნიშნად ბანერებით დახვდნენ.
სტუდენტების უკვე ერთ თვეზე მეტია ცდილობენ დისკომფორტი შეუქმნან პრემიერს, რომელიც რუსული კანონის მომხრეა.
ახალგაზრდების თქმით, ხელისუფლებას აქვს ბოლო შანსი არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და ქვეყანა საბოლოოდ რუსულ ორბიტაზე არ აღმოჩნდეს.
შაბათობით სტუდენტების პარალელურად უნივერსიტეტთან მიდიან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთხის წარმომადგენლები, რომლებიც უპირისპირდებიან პროტესტის მონაწილეებს, აყენებენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გამონაკლისი არც დღევანდელი შაბათი იყო.
ლექციის შემდეგ ირაკლი კობახიძეს შენობის დატოვება შეძახილებისა და მობილიზებული პოლიციის ფონზე მოუწია. პრემიერის მანქანაში ჩაჯდომიდან მალევე შენობასთან შეკრებილ სტუდენტებს ოცნების მხარდამჭერები დაესხნენ თავს.