კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა

პრემიერმინისტრმა ირაკლი მ თბილისში, ვაზიანის სამხედრო ბაზასთან, სადაც ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება, სტადიონის მშენებლობა დააანონსა.
მთავრობის სხდომაზე კომენტარის გაკეთებისას კობახიძემ თქვა, რომ სტადიონი 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და იქნება ე.წ. ბრიტანული სტილის – გარშემო არ ექნება სარბენი ბილიკები.
“გვინდა დავაანონსოთ მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც სპორტს უკავშირდება, კონკრეტულად კი ფეხბურთს და რაგბის – გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად ამ ორი სპორტის სახეობას მოემსახურება. გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე, იქნება უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით.
ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი – მოგეხსენებათ, ასეთ სტადიონებს არ აქვთ სარბენი ბილიკი, ასეთ დროს, მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. […] სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ პირობებში, ახალი აეროპორტის მშენებლობაც მნიშვნელოვნად წაადგება სტადიონის სწორად დატვირთვას”, – თქვა კობახიძემ.