კობახიძემ და პაპუაშვილმა ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან:
· ლაშა ტალახაძე – სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოს და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი;
· ლაშა ბექაური – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი;
· გენო პეტრიაშვილი – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი.
ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან:
· ტატო გრიგალაშვილი – ვერცხლის ოლიმპიური მედლის მფლობელი, სამგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი;
· ილია სულამანიძე – ვერცხლის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი;
· გივი მაჭარაშვილი – ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, ორგზის ევროპის ჩემპიონი;
· ლაშა გურული – ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი.
სახელმწიფო ჯილდოს გადაცემა საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში ის ნახსენები არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული