კობახიძემ გახარიასგან მელიას დაკავების გადავადების სურვილი სააკაშვილის „შემოპარვას“ დაუკავშირა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ 2021 წლის თებერვალში ოპოზიციონერი ლიდერის, ს პარტიის ოფისში სპეცოპერაციით დაკავების გადავადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს ქვეყანაში შემოპარვას დაუკავშირა.
კობახიძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს ყოფილი თანაგუნდელი და ქვეყნის ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ამ სცენარში მონაწილეობაში დაადანაშაულა.
„სააკაშვილი მაშინ ამბობდა, ორი დღე მაცალეთ და მანდ ვიქნები, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია. ამის გამო დამატებითი არგუმენტი გვქონდა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მძაფრად მოგვეთხოვა მელიას დაკავება… სააკაშვილი ამბობდა, ორი დღე გაძელით და მე ვიქნები საქართველოშიო. თქვენ თუ გადახედავთ, რა დრო დასჭირდა სააკაშვილს საქართველოში შემოსაპარად კონტეინერით – ზუსტად ორი დღე. გეგმა არსებობდა.
თქვენ წარმოიდგინეთ ვითარება, მელიას ვერ აკავებ, სახელმწიფოს იმიჯი ჩამოშალა, ხომ?.. და ამ დროს წარმოიდგინეთ, რომ სააკაშვილი შემოდის საქართველოში, უცბად, რუსთაველზე გამოჩნდა და სადღაა სახელმწიფო – ესაა სცენარი. გახარიას დავალება იყო ამ სცენარის განხორციელების უზრუნველყოფა“, – თქვა მ.
ნიკა მელიას დაკავებისა და გადადგომის შესახებ გიორგი გახარიას კითხვები 14 აპრილს „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაუსვეს. გახარიას თქმით, „მელია ისე უნდა დაკავებულიყო, რომ ამნისტიის რესურსი არ დარჩენილიყო“. დამატებით, ის დასძენდა, რომ პოლიციელებსა და პარტიის ოფისში გამაგრებულ ადამიანებს შორის „სერიოზული შეჯახების“ რისკი არსებობდა.
2021 წლის 18 თებერვალს ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომის გამო გადაიდო. მელია რამდენიმე დღეში, 23 თებერვალს ს პრემიერად არჩევის შემდეგ დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში რამდენიმე თვის შემდეგ, 2021 წლის 2 ოქტომბერს გასამართი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შემოვიდა (საზღვრის ოფიციალურად გადმოკვეთის გარეშე) საქართველოში.
ფორუმი