მ გამოსცა სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ლიკვიდაციის განკარგულება

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა მ გამოსცა სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ლიკვიდაციის განკარგულება. განკარგულება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

განკარგულება, რომელიც 21 ოქტომბერს გამოიცა, 2026 წლის 1 იანვარს შედის ძალაში.

„ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო“, – წერია განკარგულებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია უნდა გადაეცეს სამინისტროს.

მ ამავე განკარგულებით განათლების სამინისტროს დაავალა, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბამდე „უზრუნველყოფს ლიკვიდაციისთვის საჭირო პროცედურებსა და ღონისძიებებს“.

  • „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ 2014 წელს დაარსდა.
  • ცენტრის ვებსაიტის თანახმად, მისი მთავარი მიზანია „სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების განვითარებას და საქართველოში ახალი ცოდნის ინტეგრირებას“.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის ანგარიში – პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს