კობახიძემ ახალი ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ამჟამად მიგრაციაზე საუბრობს

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი Facebook-ზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ამჟამად მიგრაციაზე საუბრობს. მანამდე, ირაკლი კობახიძემ მსგავსი ვიდეოთი დააანონსა “ხელოვნურად გაზრდილ ფასებთან ბრძოლა”.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს.
“ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება არათუ საფუძველს მოკლებული, არამედ, პირიქით, მხოლოდ მისასალმებელია. თითოეული პატრიოტი ქართველის სურვილია, საქართველომ თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა მყარად დაიცვას და შეინარჩუნოს”, – თქვა მან.
ამასთან, ქართული ოცნების პრემიერმა თქვა, რომ გააძლიერებენ მიგრაციის დეპარტამენტს.
“პირველ რიგში, ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში. დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მოგვცემს, ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა დღეს 20 ათასზე მეტს შეადგენს”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)