კობახიძემ აგვისტოს ომში კვლავ ენმ-ს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, არ ახსენა რუსეთი

პრემიერმინისტრი ირაკლი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კვლავ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს და ქართული ოცნების გუშინდელ განცხადებას იმეორებს, რომლის თანახმადაც, “2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება”.
მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც მან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო, ს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას პასუხისმგებლობის კონტექსტში არ უხსენებია.
მან აგვისტოს ომის “სამართლებრივ შეფასებაზე” საუბრისას თქვა, რომ “მთავარია, 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ნაცმოძრაობის, სააკაშვილის რეჟიმმა ბოლომდე იყოს გამოძიებული”.
“რაც შეეხება ომის გამოძიებას და მათ შორის კითხვას, თუ რატომ ახლა – რატომ ახლაზე პასუხი არის ძალიან მარტივი, თქვენ იცით, რომ წარიმართებოდა სასამართლო პროცესები ჰააგაში და სტრასბურგში, სადაც რა თქმა უნდა, უაღრესად პრინციპული იყო ჩვენთვის გამარჯვება და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით ეს პროცესები მოიგო საქართველომ და ქართულმა ჯარმა. დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული, ეს არის პრინციპული გამარჯვება, რაც მოვიპოვეთ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით.