კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. კოალიციის ლიდერებმა დღეს „კიკვიძის პარკში“ შეკრებილ მოსახლეობას საარჩევნო დაპირება გააცნეს.
მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ ისაუბრეს პენსიის 1000 ლარამდე გაზრდის გეგმაზე, 200 ათასიანი სამუშო ადგილის შექმნაზე.
კოალიციის ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, „ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პენსია პირველივე წელს რადიკალურად გაიზრდება.
„4 წელიწადში შესაძლებელია პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა. შესაძლებელია პირველივე წელს რადიკალური ნახტომი გავაკეთოთ – 400 ლარიდან ზემოთ. სათამაშო ბიზნესი ე.წ. რულეტიკის ბიზნესი, საქართველოს მე ვერ ვხედავ სათამაშო მოედნად, სამართლიანად უნდა დაიბეგროს და 25%-მდე უნდა გაიზარდოს.
უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება ქართველ ხალხს და ემსახურება რუსეთს“, – აღნიშნა ხაზარაძემ მოსახლობასთან შეხვედრისას.

ასევე დაგაინტერესებთ