„კოალიცია ცვლილებისთვის“ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მოედნიდან პარლამენტისკენ მარშს გამართავს

27 სექტემბერი არის დღე, როცა ჩვენ, ერთმანეთს ხმამაღლა ვახსენებთ, რომ საქართველოა, ოკუპანტია და რუსეთთან მარტო დარჩენა ნიშნავს ომს და საკუთარი სახლების ოკუპაციას, – ამის შესახებ „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია ლეთოდიანმა განაცხადა.
როგორც მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 27 სექტემბერს, გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც, მარშით პარლამენტისკენ გაემართებიან.
„ჩემი პოლიტიკა სახლში დაბრუნებისკენ ბრძოლაა. სახლი, რომელიც სოხუმშია და რუსმა ოკუპანტმა წამართვა, მაგრამ ვერ წამართვა მეხსიერება და ამ სახლის დაბრუნებისთვის ბრძოლის სურვილი. 27 სექტემბერი არის დღე, როცა ჩვენ, ერთმანეთს, ხმამაღლა ვახსენებთ, რომ აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია და რუსეთთან მარტო დარჩენა ნიშნავს ომს და საკუთარი სახლების ოკუპაციას. მშვიდობას თავისუფლება, თანასწორობა, ღირსება მოიტანს. სწორედ, ეს ევროპული ფასეულობებია ის, რამაც ასიათასობით დევნილს არ დაგვაკარგვინა საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედი. ამიტომ, ჩვენ, ჩვენი თანამებრძოლები, „კოალიცია ცვლილებისთვის“ 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, ვიქნებით გმირთა მოედანზე. ჩვენ კარგად ვიცით, სად არის ჩვენი სახლი და ამ სახლში დაბრუნების იმედი. ჩვენი ადგილი არის დიდ ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა ლეთოდიანმა.