„კოალიცია ცვლილებისთვის“ 19-მა წევრმა პარლამენტს მანდატების დატოვების მოთხოვნით მიმართა

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვების შესახებ ოფიციალურად მიმართა.
მანდატების მქონე 19-ივე წევრი პარლამენტში ინდივიდუალურად წერს განაცხადებს სადეპუტატო მანდატების გაუქმების შესახებ.
„კოალიციას ცვლილებისთვის“ ამომრჩეველმა ხმა მისცა ცვლილებისთვის. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო ცვლილებები და ამიტომაც მივიღეთ საკმაოდ სოლიდური მხარდაჭერა საზოგადოებისგან. ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, არ ნიშნავს, რომ ხალხის წარმომადგენლობაზე, ამომრჩევლების წარმომადგენლობაზე, ცვლილებების მიღწევის მანდატზე ვამბობთ უარს. არა, პირიქით. ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ეს გზა გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე, ე.წ. ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დარჩენაზე და ახალ არჩევნებზე. დიახ, ეს ჩვენი აქტი ამ მიზანს მიაღწევს“, – თქვა მ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად პარლამენტის კანცელარიაში განაცხადი მანდატის გაუქმების შესახებ 27 ნოემბერს შეიტანა.
ერთი დღით ადრე, 26 ნოემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა სამი ოპოზიციური გაერთიანების პარტიული სიებით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს, მათ შორის „კოალიციას ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას“ და „ძლიერ საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.
ს მიერ სიების გაუქმება არ ნიშნავს იმ დეპუტატების მანდატების გაუქმებას, რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა 25 ნოემბერს ცნო. ამისთვის საჭიროა, თითოეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განცხადებით მიმართოს პარლამენტს, შემდეგ კი მისი მოთხოვნა დააკმაყოფილოს საპარლამენტო უმრავლესობამ.
სადეპუტატო მანდატის გაუქმების მოთხოვნით, 25 ნოემბერს პარლამენტს ელექტრონული ფოსტით მიმართა კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის ს შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა. შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი. ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და შედეგებს არ აღიარებენ.
არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელია შესული – ერთი პრეზიდენტმა შეიტანა, მეორე მე-10 მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.