„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი თინათინ ბოლოკაძე – ჩვენ უკვე ერთი წელია დისიდენტები ვართ, რაც შეეხება მელია-სააკაშვილს, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთობის ნაწილი უნდა იყოს, „წითელი ხაზები“ მხოლოდ გახარიას პარტიასთან არსებობს

ამჟამად „წითელი ხაზები“ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ გიორგი გახარიას პარტიასთან, რადგან ის არის პარტია, რომელიც თანამშრომლობს რეჟიმთან, ლეგიტიმაციას აძლევს იმ პარლამენტს, სადაც ზის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, თინათინ ბოლოკაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი განმარტებით, კოალიციის პოზიციაა, რომ სადაც არ არის „წითელი ხაზები“, ყველასთან უნდა ითანამშრომლოს.
„ამჟამად „წითელი ხაზები“ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ გიორგი გახარიას პარტიასთან, რადგან ის არის ის პარტია, რომელიც თანამშრომლობს რეჟიმთან, ლეგიტიმაციას აძლევს იმ პარლამენტს, სადაც ზის. ამ შემთხვევაშიც კი, ის „წითელი ხაზიც“ იშლება, თუ ის გადაწყვეტს, იმ ბრძოლას შემოუერთდეს, რასაც უკვე 1 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი მისდევს – ეს არის არ თანამშრომლობა, არაღიარება და უწყვეტი პროტესტი. სამწუხაროდ, მან უღალატა პროტესტს იმიტომ, რომ 1 წლის განმავლობაში ადამიანები ქუჩებში დგანან და იქ გახარიას პარტიას ჩვენ ვერ ვხედავთ, არ არიან პროტესტში ჩართული, არ არიან ხალხის გვერდით“, – განაცხადა ბოლოკაძემ.
რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებებსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ ურთიერთობებს და ს განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რომ ვერ იქნება იმ ადამიანთან ერთ სივრცეში, რომელმაც მას „ივანიშვილზე გაყიდული უწოდა“, თინათინ ბოლოკაძემ განმარტა, რომ განსხვავებების მიუხედავად, ახლა საჭიროა მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა, რომელიც პროტესტშია ჩართული.
„ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. გარკვეულ საკითხებზე ჩვენი ინტერესები და პოზიციები განსხვავებულია, მაგალითად, 4 ოქტომბერთან მიმართებით ძალიან განსხვავებული პოზიცია გვქონდა და ჩვენ სხვანაირად ვაფასებდით ამ დღეს, თუმცა ამის მიუხედავად, მგონია, რომ ახლა აღარ არის ის დრო, პირადი უთანხმოების გამო ერთმანეთთან თანამშრომლობაზე უარი ვთქვათ. ახლა ის დროა, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და ვინც ამ პროტესტშია ჩართული, ყველას გაერთიანება მოვახერხოთ. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობაც“ უნდა იყოს ერთ-ერთი, რომელიც ამ ერთობაში იქნება“, – განაცხადა ბოლოკაძემ.
რაც შეეხება კითხვას, წამყვანი პარტიების აკრძალვის შემთხვევაში როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა და რამდენად ეთანხმება კოალიციის ერთ-ერთ ლიდერ ს, რომ „მოვიდა დრო დისიდენტობისა“, თინათინ ბოლოკაძემ განაცხადა, რომ „უკვე ერთი წელია დისიდენტები არიან“.
„უკვე დისიდენტები ვართ, განსაკუთრებით ბოლო 1 წელია. ზოგადად, ამ ქვეყანაში დისიდენტობა უკვე პატრიოტიზმად ითვლება. ციხეში ადამიანები რომ ხვდებიან, ამბობენ, რომ CV-ში მოვნიშნეთო, რადგან 2025 წელს, ქვეყნის ისტორიის ამ მომენტში თუ ციხეში აღმოჩნდები, ე.წ. ნამდვილად პატრიოტი ხარ. დისიდენტები არიან პატრიოტები და არა ის ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნების“ რიგებს იკავებენ“, – განაცხადა ბოლოკაძემ.
ამასთან , მან ნიკა მელიას საქმეზე დამდგარი განაჩენიც შეაფასა, რომელსაც მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე გუშინ, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და როგორც აღნიშნა, „ეს არის დიქტატურული სამართალი“.
„მელიას მიმართ ეს პირველი საქმე არ არის. წლების განმავლობაში ისინი ცდილობენ, ნიკა მელია გამოიყვანონ მოძალადე პოლიტიკოსად, თითქოს ის ვინმეზე ძალადობას ცდილობს. ეს აქციებზე დაიწყო, როდესაც მას ედავებოდნენ პარლამენტის აღებას თუ რაღაც მსგავსს. საგამოძიებო კომისიის გამო, მისი დაკავებაც ძალიან საინტერესო ფაქტია, სასამართლოს წინა დღეს მართლა მოიტაცეს, გადაცემაში მიდიოდა როცა დაადგა დაახლოებით 20 პოლიციელი და ასე დააკავეს როცა განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ვუყურებ ასეთი სახის პროტესტს, როგორ ფასდება და მერე შენს ქვეყანაში რომ უყურებ ასეთი პროტესტის გამო როგორ სჯიან ადამიანებს, ეს ძალიან უსამართლოა. თუმცა, არაფერი არის გასაკვირი იმის მერე, რასაც ჩვენ ყოველ დღე ქუჩებში ვხედავთ.
ეს არის დიქტატორული სამართლი. 2025 წელს ვხედავთ ამ კონტურებს, რომ უკვე დიქტატურაში გადადის. აქამდე თუ ავტორიტარულ რეჟიმს ვუწოდებდით, ახლა უკვე დიქტატურაში გადავედით“, – განაცხადა ბოლოკაძემ.
რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერ, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა, ბოლოკაძის თქმით, „ზურა ჯაფარიძეს დასტური რომც ეთქვა, ეს არ იყო იმის გარანტია, რომ ის ვადაზე ადრე გამოვიდოდა“.
„ისე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მას რომ დასტური ეთქვა, აუცილებლად გამოვიდოდა, რაც ასე არ იყო. უბრალოდ, პროცედურის საკითხია, რის მერეც იღებენ გადაწყვეტილებას ანუ ჯერ ზურას უნდა დაეფიქსირებინა სურვილი და მერე მოხდებოდა საკითხის განხილვა. ზურას პრინციპული პოზიცია იყო ის, რომ ის არ აპირებდა რეჟიმთან თანამშრომლობას არცერთ დონეზე“, – აღნიშნა მან.
კოალიციის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძესთან მიმართებაში პარლამენტის თავმჯდომარის, ს შემდეგ შეფასებასაც გამოეხმაურა: „ზურა ჯაფარიძე დრამაქვინობს და რაც მის გარშემო ხდება, არის ტრაგედია უგმიროდ“.
„ტრაგედიაა ნამდვილად, რაც ჩვენს გარშემო „ქართული ოცნების“ სახით ტრიალებს. „ქართული ოცნების“ რეჟიმს ახლა ძალიან სჭირდება პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც მათთან ითანამშრომლებენ. ყველაზე მეტად ავტორიტარულ რეჟიმებს სჭირდებათ მოთანამშრომლე პარტიები და ასეთი სახით ლეგიტიმაცია. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, როგორმე პოლიტიკური სპექტრი გადაიბირონ“, – განაცხადა ბოლოკაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული მოსამართლეს – კრიტიკული პაციენტი ვარ, დიდი ახსნა-განმარტება ჩემგანაც არ გჭირდებათ, რომ საპყრობილეში დროული მკურნალობა, ექიმის შემოსვლა ვერ ხერხდება