„კოალიცია ცვლილებისთვის“ – საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს დაჩქარებული წესით ანიჭებენ რუსეთის მოქალაქეობას და მეოთხე დღეა აღნიშნულის შესახებ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება დუმს

მეოთხე დღეა საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ს პრეზიდენტის ბრძანებით დაჩქარებული წესით ანიჭებენ რუსეთის მოქალაქეობას – ‘’ქართული ოცნება” არის ძალა, რომელიც ანგრევს არაღიარების პოლიტიკას და გვიკლავს ჩვენი სამშობლოს გამთლიანების შანსს , – ამის შესახებ განცხადებას პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის” ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების” უმოქმედობა და დუმილი აღნიშნული პრობლემის შესახებ „მოღალატეობრივია“.
„მეოთხე დღეა აღნიშნულის შესახებ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება დუმს. მაგრამ, როდესაც ივანიშვილის ფულს დაცვა დასჭირდა, ღიად დაუპირისპირდნენ ჩვენს ისტორიულ მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთში.
‘’ქართული ოცნების” მოღალატეობრივ დუმილსა და უმოქმედობაში საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესის გაგრძელების შესახებ, გასაკვირი არაფერია. თუმცა, გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სწორედ პირადად ჰპირდებოდა საზოგადოებას საქართველოს მშვიდობიან დეოკუპაციასა და გამთლიანებას.
რეალურად, ‘’ქართული ოცნება” არის ძალა, რომელიც ანგრევს არაღიარების პოლიტიკას და გვიკლავს შანსს ჩვენი სამშობლოს გამთლიანების. სწორედ ივანიშვილის გუნდმა არ მისცა ხმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას, რომელშიც სირიის ახალ პრეზიდენტს მოუწოდებდნენ სა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარების გაწვევის შესახებ. სწორედ ‘’ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებები დაიმოწმა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა ოკუპანტი სახელმწიფოს ქმედებების გასამართლებლად.
რეჟიმის დემონტაჟი, ევროკავშირში ინტეგრაცია, სადაც გვექნება ევროპული ტიპის დემოკრატია, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, არის გზა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისა და გამთლიანებისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად