კოალიცია ცვლილებისთვის: პროევროპული ძალები ვმუშაობთ პრეზიდენტთან, გვაქვს სამომავლო გეგმა

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, პროევროპული ძალები პრეზიდენტთან ერთად მუშაობენ. ცნობილია, რომ პარტიების წარმომადგენლები დღეს ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, მათ სამომავლო გეგმა აქვთ, რომელსაც საზოგადოებას მალე გააცნობენ.

“პროევროპული ძალები ვმუშაობთ პრეზიდენტთან ერთად. ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმა და დეტალებს ძალიან მალე გაგაცნობთ”, – წერია განცხადებაში.
***
საქართველოში საპარლამენტო 26 ოქტომბერს გაიმართა. ს ამ დროისთვის დათვლილი აქვს უბნების 99,6%, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას ხმების 54% აქვს მიღებული.
ამავე დროს, Edison Research-ის ეგზიტპოლით ქართულ ოცნება 40,9% ჰქონდა, ხოლო პროევროპულ ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამურად – 51,9%.
ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ იზიარებენ და მასობრივ გაყალბებაზე მიუთითებენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციის შეფასებით, დანაშაულებრივმა ქმედებებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე. მათივე განცხადებით, არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებულად დაძაბული ვითარება იყო მარნეულის საარჩევნო ოლქში, სადაც დამკვირვებლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, დაფიქსირდა მარკირების პროცესის დარღვევა, საარჩევნო ყუთებში საარჩევნო კონვერტების ჩაყრა და სხვა დარღვევები.