„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ნიკა მელიასა და დიმიტრი ბიძინაშვილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, ნიკა მელიასა და დიმიტრი ბიძინაშვილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი თბილისის გასასვლელში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულია 20-ზე მეტი პირი.
დაკავებულების თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია.