„კოალიცია ცვლილებისთვის“ – ლატვია მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს.
„ლატვია მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის და სრულად იზიარებს მათ მოთხოვნებს პოლიტიკური პატიმრებისა და ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო ს აუცილებლობის შესახებ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.