„კოალიცია ცვლილებისთვის“ გუნდს ნანა მალაშხია და ივა ჭყონია შეუერთდნენ

დისტრიბუციის ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია და საჯარო მოხელე ნანა მალაშხია “კოალიცია ცვლილებებისთვის” გუნდს შეუერთდნენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, სადაც კოალიცია ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავს.
ჭყონია და მალაშხია ამომრჩევლებს კოალიციის ლიდერებმა წარუდგინეს.
ნანა მალაშხიას თქმით, „ქალი ევროკავშირის დროშით“ გადმოვიდა ფოტოდან და აგრძელებს ბრძოლას სამშობლოსთვის.
“დიდი პატივია ვიდგე აქ, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ვნახე შესაძლებლობა, ვიბრძოლო ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ცვლილებებისთვის, რომელიც დაასრულებს უიმედობას, სიღარიბეს, კორუფციას, ზიზღს, სიძულვილს.
ცვლილებები, რომელიც დაასრულებს ერთპარტიულ მმართველობას, რომელიც მოიტანს ბედნიერებას, უსაფრთხოებას, მრავალპარტიულ კოალიციურ მმართველობას.
მადლობა ამ გუნდს შესაძლებლობისთვის.
ქალი ევროკავშირის დროშით გადმოვიდა ფოტოდან და აგრძელებს ბრძოლას სამშობლოსთვის. ცვლილებების დროა, გამარჯვების დროა”, – განაცხადა მალაშხიამ.
ივა ჭყონიამ მადლობა გადაუხადა კოალიციას და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა.
„დღეს უნდა დავიწყოთ უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომელიც წინ ელოდება ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ივა ჭყონიამ ღონისძიებაზე.
მისივე თქმით, არაერთხელ აუხსნია ბიზნეს სექტორისთვის „რა კეთილდღეობა მოიტანა ევროპამ, ამერიკამ და რა შეიძლება დავკარგოთ, თუ არა ის სწორი არჩევანი, რაც არის გასაკეთებელი 26 ოქტომბერს”.
ჭყონიამ აღნიშნა, რომ “ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, -ში”.
„ჩვენ ბევრ რამეს შევცვლით, ჩვენი კოალიცია კი იქნება ხერხემალი იმ კოალიციისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაიყვანს წინ. ლაღი ცხოვრებით, ცხოვრებით, როდესაც არ გვეყოლება ამდენი ემიგრანტი. კეთილდღეობა იქნება ცვლილებაში, კეთილდღეობა იქნება კოალიციასთან ერთად, აირჩიეთ ოთხი”, – განაცხადა ჭყონიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა